|
2022-06-29 15:53:15, 849 ნახვა
საზოგადოება
ეკა ადამია - ქიმთან ვიზიტი და შესაბამისად ელექტრონული რეცეპტის მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებისთვის უფასოა
„როდესაც პაციენტს ესაჭიროება ელექტრონული რეცეპტის გამოწერა და შესაბამისად ექიმთან ვიზიტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ეს ვიზიტი ყველა ბენეფიციარისთვის უფასოა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციით და ასევე მიიღონ შესაბამისი სამკურნალო მედიკამენტის ელექტრონული რეცეპტი“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ ისაუბრა. ეკა ადამიამ უწყების მიერ ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით უკვე რამდენიმე სიახლე დაინერგა, ძალაში შევიდა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა. ელექტრონული რეცეპტები მეორე ჯგუფის და ასევე ფსიქოტროპულ წამლებზე გაიცემა. „აღნიშნული მედიკამენტები თვითნებურად მისაღები საშუალება არ არის. თვითნებურად მიღებამ შეიძლება, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, აუცილებელია, ექიმის და ბენეფიციარის კონტაქტი აღდგეს, რისი კულტურაც საქართველოში არც ისე მაღალია. გვაქვს მედიკამენტებიც, რომელიც გამოწერას არ ექვემდებარება, ანუ ისინი შეიძლება, ბენეფიციარმა აფთიაქში თავისუფლად იყიდოს. მეორე ჯგუფის და ხაზგასმით, ფსიქოტროპული წამლები ზუსტად ის მედიკამენტებია, რომელთა არასწორმა დოზირებამ, ან არასწორ შემთხვევაში მიღებამ შესაძლოა, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ ამ თემას ხაზი გაუსვას და ამ მიმართულებით გარკვეული წესები დააწესოს. ექიმების და პაციენტების ურთიერთობა უნდა აღდგეს. პაციენტი ექიმთან ვიზიტზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რათა სწორი დანიშნულებით სწორი, ხარისხიანი და იაფი მედიკამენტი მიიღოს იმისათვის, რომ იმკურნალოს“, – განაცხადა ეკა ადამიამ. ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა ექიმს, აქვს შესაძლებლობა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტი გამოწეროს ხანგრძლივი ვადით, რის შედეგადაც პაციენტს, რეცეპტის მისაღებად ექიმთან ყოველთვიურად ვიზიტი არ დაჭირდება.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)