10:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 14:11:38, 744 ნახვა

საზოგადოება
წეროვანში დაშავებული სამხედროების შვილებს უმასპინძლეს

დაბა წეროვანაში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული  მებრძოლების  კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები   გრძელდება.  კვირეულის ფარგლებში  სხვადასხვა სპორტულ და  შემეცნებით ღონისძიებასთან ერთად, დაშავებული სამხედროების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა.  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბავშვებისთვის სპეციალურად მოწვეულმა „ბასტი ბუბუს“ შემოქმედებითმა გუნდმა მათ პოპულარული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით  საზეიმო განწყობა შეუქმნა. წარმოდგენაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ჯარისკაცების შვილები, რომლებმაც სტუმრებთან ერთად იმხიარულეს. საღამო  „მხიარული სტარტებით“ გაგრძელდა, რომელშიც  100-მდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.  მოგვიანებით ყველა მონაწილეს სიგელები და საჩუქრები გადაეცა.  ბავშვებს ბაზაზე გამოფენილი ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწესებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics