|
2022-06-28 11:44:45, 1007 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება. „ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. თუ ჩვენ საპარკე ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ ვანდალიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მსგავსი შემთხვევების დროს გულგრილი არ იყვნენ. „მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, გულისხმიერება გამოიჩინონ. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რადგან ხშირ შემთხვევაში ვანდალიზმს სჩადიან არასრულწლოვანები, ახალგაზრდები, რაც სამწუხაროა. არის შემთხვევები, რომ ამ ყველაფერს უფროსები გულგრილად უყურებენ. ეს ძალიან ცუდია. ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა ვეცადოთ, რომ მოვუაროთ ამ ყველაფერს, რადგან ეს თქვენი ფულით კეთდება, თქვენთვის და მომავალი თაობებისთვის. დარწმუნებული ვარ, განახლებული და მოწესრიგებული რეკრეაციული სივრცეები ყველას მოგწონთ. ამას შენარჩუნება და მოვლა სჭირდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვანდალიზმის ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას მედიასაშუალებებს მიაწვდიან.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)