|
2022-06-27 10:57:44, 916 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს - ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით კასპის რაიონში, სოფელ თვალადში არსებული ლუდსახარში ფართოვდება. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 95 000 ლარს უტოლდება. ბანკის მხარდაჭერით კი 47 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გაიცა. კომპანია ყოველთვიურად 5 ტონა გაუფილტრავ ლუდს აწარმოებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს. „ბანკთან პარტნიორობით ახალი სამაცივრე ინვენტარი და ლუდის სახარში ცისტერნები შევიძინეთ. ასევე, ჭაბურღილი გავმართეთ. შედეგად, წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა გაგვეზარდა. ჩვენს პროდუქციას მისი ნატურალურობა გამოარჩევს და გვსურს, წარმოება სამომავლოდ მეტად გავზარდოთ და ამით რეგიონის განვითარებას ხელი შევუწყოთ“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, ილია გურასპაშვილი. „ინფორმაციისთვის, “საქართველოს ბანკმა” ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს შესაძლებლობა ეძლევათ, სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით, მათთვის საჭირო სერვისებზე ისარგებლონ, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)