|
2022-06-25 11:02:34, 1069 ნახვა
საზოგადოება
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, №16 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს
№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდა ჩააბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საგამოცდო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და მასში ხუთი მსჯავრდებული და დაწესებულების ერთი თანამშრომელი მონაწილეობდა. „დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენის გამოცდა DELF A1 დონეზე საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სწორედ ზემოაღნიშნული გამოცდის ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული და სერტიფიცირებული ცენტრი საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტია. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინიციატივითა და ხელშეწყობით საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან მოლაპარაკება 2022 წლის მარტიდან მიმდინარეობდა, რომლის შედეგად №16 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთათვის შეიქმნა სპეციალური პლატფორმა და ისინი დარეგისტრირდნენ ფრანგული ენის საერთაშორისო გამოცდაში მონაწილეობის მიზნით. შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი და გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსჯავრდებულები ფრანგული ენის საერთაშორისო დიპლომს მიიღებენ, რაც მათ სამომავლოდ დასაქმებაში დაეხმარება. ფრანგული ენის შემსწავლელი კურსების სასწავლო პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მსჯავრდებულებს დაწესებულების ტერიტორიაზე ფრანგული ენა თავად მსჯავრდებულმა შეასწავლა. სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და აქტივობების განხორციელებას პატიმართა რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)