|
2022-06-24 11:45:45, 1653 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი კანდიდატის სტატუსზე - ჩვენ არ ვართ მესამე ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროკავშირის მომავალი წევრი
უკრაინა აღარ არის მესამე ქვეყანა, როგორც ამას ოფიციალური ტერმინოლოგია განმარტავს. ჩვენ გავთავისუფლდით ამ მნიშვნელობიდან და გავხდით ევროკავშირის მომავალი წევრი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა ევროკავშირის მინიმუმ 27 ქვეყნისთვის მომავალი პარტნიორია. „ეს ოფიციალურად არის აღიარებული: უკრაინა არ არის ხიდი, არ არის ბალიში დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, არც ბუფერია ევროპასა და აზიას შორის, არც გავლენის სფერო, არც „ნაცრისფერი“ ზონა, არც სატრანზიტო ტერიტორია. საზღვარი ორკებსა და ელფებს შორის. უკრაინა არის მომავალი თანაბარი პარტნიორი ევროკავშირის მინიმუმ 27 ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კანდიდატის სტატუსი სერიოზული ნაბიჯია უკრაინასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში.ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინა შეძლებს ჩართვას ევროკავშირის გარკვეული ორგანოების მუშაობაში და ახალ პროგრამებში, რომლებზე წვდომა შეზღუდულია მესამე ქვეყნებისთვის. „ეს არ არის მხოლოდ მეგობრობა და თანაგრძნობა, არამედ მტკიცე და ოფიციალური განზრახვა. დღეს ჩვენ გავთავისუფლდით ამ დამამცირებელი განმარტებისგან. უკრაინა არსებითად ასეთი არასდროს ყოფილა, მაგრამ ოფიციალური ტერმინოლოგია ასე გვეძახდა. ჩვენ მოვიშორეთ. ჩვენ არ ვართ მესამე ქვეყანა, არც მეათე, არც მეასე, ჩვენ ვართ ევროკავშირის მომავალი წევრი“, - დასძინა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)