16:11 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 21:04:53, 1268 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ბუღაძე - ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში

ოლიგარქ ივანიშვილს ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც უნდა შევიდეთ ევროკავშირში,- ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი, როდესაც საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში.

„ასეთი მნიშვნელოვანი მიტინგი იყო 80-იან წლებში, როცა დაიწყო ეროვნილი მოძრაობა და თუ წინა თაობებმა დაიწყეს და მოგვიტანეს დამოუკიდებლობა, ამ თვალსაზრისით ეს არის გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყისი. ასეთი დიდი მიტინგი არ ყოფილა. დღეს ჩვენი განსხვავებების ან სხვა შეხედულების მიუხედავად, საქართველო უნდა გადარჩეს ევროპულ სივრცეში და არა რუსულ სივრცეში. ამ თაობამ უნდა განამტკიცოს ჩვენი თავისუფლება და იმ ხალხმა, რომელმაც დადეს თავი ჩვენი თავისუფლებისთვის, იმ გმირებთან, რომლებიც დღეს იბრძვიან ჩვენი თავისუფლებითვის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელსაც ფეხი აქვს გაჩხერილი იმ კარში, რომლითაც ინდა შევიდეთ ევეოკავშრი. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის ვერდიქტს. ის ტრიო უკრაინისა  და მოლდოვისა, საქართველოსთვის შეიქმნა და ოლიგარქიამ ჩამოგვაშორა და აღარ ვართ მოწინავე რიგებში. ეს მომავალი 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხელოსფულებამ აღასრულოს ის რეკომენდაციები, რაც გვაქვს გაწერილი“,- განაცხადა ბუღაძემ.

გარდა ამისა, ბუღაძის თქმით, გამოსავალი ორია - ან ხელოსუფელბას ვაიძულებთ გაატაროს რეფორმები ან დაიკეტება ცივილიზაციის კარი. ეს მძიმე პროცესია, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველომ მოიპოვოს კუთვნილი ადგილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია “შინ ევროპისკენ” მიმდინარეობს. 

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და 5 ევროპარლამენტარიი მიმართავს, მათ შორის არიან:

  • რასა იუკნევიჩიენე
  • მარკეტა გრეგოროვა
  • ჟიგიმანტას პავილიონისი
  • ანდრიუს კუბილიუსი
  • ანა ფოტიგა

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics