|
2022-06-20 11:22:51, 1338 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - უკრაინას აძლევენ სტატუსს, იმიტომ რომ ომშია, მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია, ასე რომ, ნამდვილად არ მშურს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ უკრაინა ომშია, ხოლო მოლდოვა ურთულეს მდგომარეობაში. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ერთგვარი "წამახალისებელი ავანსია", თუმცა მათაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას. "მოქალაქეებს გაუჩნდათ კითხვები, თუ რატო დარჩა მოლდოვა და უკრაინა უფრო წახალისებული და მინდა ეს ავხსნა. მოლდოვას და უკრაინას აქვთ აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, მათაც ჩაუწერეს, საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი. რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვას, რომელიც ასევე არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ მათთაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა – ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც დადებულია, რეფორმები, პრიორიტეტები განვახორციელოთ და რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი. ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა არის უმძიმეს ვითარებაში. ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. მოლდოვაც ასევე არის უმძიმეს ვითარებაში, მოსაზღვრე სახელმწიფოა. უამრავი უკრაინელი ლტოლვილი მიიღეს. მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს, იმიტომ რომ ის არის ომში. ნახეთ, რომ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის, მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)