|
2022-06-19 12:46:30, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს. „უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ჩვენ არ უნდა შევასუსტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია - არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, - განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თუ ამ ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია გააგრძელოს ის, რაც გააკეთა 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს ყირიმში, მაშინ ნატო „ბევრად დიდ ფასს გადაიხდის“. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ The Sunday Times-ისთვის გამოქვეყნებულ სტატიაში დასავლეთის ლიდერებს მოუწოდებს მოემზადონ გაჭიანურებული ომისთვის უკრაინის ჯარების სრულ გამარჯვებამდე. ის ფაქტი, რომ უკრაინა ომის დასრულებამდე შორს არის, ამავე დროს, განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)