17:03 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 18:38:17, 1049 ნახვა

პოლიტიკა
„თუ კიდევ ისე გაგრძელდა, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან“ - ზურაბიშვილი ხელისუფლებას 6 თვეს აძლევს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ექვს თვეს აძლებს და აცხადებს, რომ "თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან". 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ვადა 2022 წლის ბოლომდე აქვს და ახლა ხელისუფლებას პასუხიმგებლობა ასმაგად ეკისრება.

"გვაძლევენ პირობითად ვადას 2022 წლის ბოლომდე, რომ გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუ ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატის სტატუსი და გვინდა, ჰო? ვიცით, რომ 85%-ს უნდა. ასე რომ გავაკეთოთ  და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე, 6 თვე აქვს და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან, არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან საერთოდ",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics