|
2022-06-16 11:12:11, 810 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ივანიშვილს ვერ შეაშინებს
ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მოტივაცია მისთვის ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ბიძინა ივანიშვილზე ირიბად მოქმედებს, თუმცა „ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ“. „ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი სანქციები მის მიმართ ისედაც მოქმედებს. აქ ყველა ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს გულუბრყვილო წარმოდგენა, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, თითქოს ვიღაცის უმუშევრობის გამო მოხვდა რაღაც რეზოლუციაში. ირიბი სანქცია რეზოლუციამდეც იყო. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა პირდაპირ თქვა, რომ ირიბი სანქციები მის წინააღმდეგ მანამდეც მოქმედებდა, ეს უბრალოდ აისახა რეზოლუციაში. ასევე, როცა ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილს ეს ირიბი სანქციები ვერ შეაშინებს, ეს კარგად უნდა გაიაზროს როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ასევე თითოეულმა მოქალაქემ. ეს მართლაც ასეა, ვერავითარი ირიბი ან პირდაპირი სანქცია ბიძინა ივანიშვილს ვერ შეაშინებს და ვერ გახდება მისთვის მოტივაცია ხელისუფლებას მიუბრუნდეს, შემოვიდეს პოლიტიკაში და აიძულოს ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. ამას ვერ ეღირსება ვერავინ! - მათ შორის პირველ რიგში ისინი, ვინც აწესებს პირდაპირ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ მოითხოვს ამ სანქციების დაწესებას. გამორიცხულია, მათ ამას მიაღწიონ - შემოაბრუნონ ივანიშვილი პოლიტიკაში მისი ნების საწინააღმდეგოდ და მოათხოვნინონ ხელისუფლებისთვის მეორე ფრონტის გახსნა. ეს არის აბსურდი და ისინი ამას ვერ ეღირსებიან!“ - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ რეზოლუცია 9 ივნისს მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს ასევე მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)