|
2022-06-13 10:13:34, 855 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ბატონი ბიძინას ინიციატივა ოყო და ეგ რომ არა, სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა რიგითი პარლამენტის წევრი
როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გააკეთა. „ნამდვილად არ ვიცი რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ორი თვე გრძელდებოდა მთელი ეს პროცესი, არც კი, 45 დღე და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის, რას და რატომ ამბობდა, მაშინაც სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მოვახეხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა. გამოდის რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდან არის გასული, ამას რომ დავანებოთ თავი, მორალური თვალსაზრისით პირველი - როდესაც განიხილებოდა კანდიდატურის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებში, ინიციატივა კანდიდატურის დაყენებაზე ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა, სწორედ სიმბოლიზმზე გაკეთდა პირველ რიგში აქცენტი. ერთი - ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო 1918 წლის შემდეგ, 2018 წელს, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენელი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მეორე - ქალი პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ. გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება ქვეყნის პრეზიდენტი. დიასპორა, ქალი, ევროპელი - ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც საბოლოო ჯამში გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბატონი ბიძინას ინიციატივა და ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხევაში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა ერთი რიგითი პარლამენტის წევრი. ეს მორალური მხარე რომ ავიღოთ. თვითონ შინაარს რაც შეეხება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილვს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, ეს არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტს სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. „ეს არის სისტემა. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მარტო მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში. ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცი რა თქმა უნდა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია. პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა გაყვეს კონსტიტუციას და იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. რაც შეეხება ანალიზს, მე მგონია რომ ის უბრალოდ არასწორ ანალიზს აკეთებს. ამ ნაწილში ეს აბსოლუტურად რბილი შეფასებაა. როცა შეეხება საკაშვილის, გვარამიას და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში განხილვას, ამაზე მეტად არ მინდა მასთან შევიდე პოლემიკაში, არც არის საჭირო“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)