|
2022-06-12 17:12:07, 1533 ნახვა
ომი უკრაინაში
Sunday Express - კიევი ოკუპანტების მიერ სიკვდილმისჯილი ბრიტანელების მედვედჩუკში გაცვლას არ გამორიცხავს
უკრაინა არ გამორიცხავს პრორუსი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი , ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯილი ბრიტანელების შონ პინერისა და ეიდენ ასლინის სანაცვლოდ გაცვლას .ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Sunday Express ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, უკრაინა მზად იქნება ასეთი გაცვლისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ რუსეთი ამით „არ არის დაინტერესებული“. "ამ ადამიანების საკითხი განიხილეს ამ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრუსთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ გაერთიანებულ სამეფოს და აუცილებლად განვიხილავთ მედვედჩუკის გაცვლას", - დასძინა წყარომ. შეგახენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიამ 9 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ორი მოქალაქე, 28 წლის ეიდენ ასლინი და 48 წლის შონ პინერი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ დონეცკში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ისინი დამნაშავედ ცნეს ქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და არაღიარებული ფსევდორესპუბლიკის "DPR"-ის ე.წ. კონსტიტუციური წყობის დამხობისაკენ. მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მაროკოს მოქალაქე სააუდუნ ბრაჰიმთან ერთად. რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ მოქალაქეებს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“ თითქოს „არ აქვთ სამხედრო ტყვეს სტატუსი“. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბრიტანელების გადასარჩენად დიდმა ბრიტანეთმა უნდა აწარმოოს დიალოგი ე.წ.დონეცკთან. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა დაგმო "DPR" გადაწყვეტილება სამი უცხოელი მოხალისის სიკვდილით დასჯის შესახებ, რომლებიც იცავდნენ უკრაინას რუსი ოკუპანტებისაგან. მან აღნიშნა, რომ უცხოელები სამხედრო ტყვეები იყვნენ.შეერთებულმა შტატებმა ასევე მოუწოდა რუსეთს დაემორჩილოს ჰუმანიტარულ სამართალს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)