20:48 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 16:25:14, 1122 ნახვა

პოლიტიკა
კანდელაკი - ამ მთავრობით ჩვენთვის EU-ს კარი ღია არაა

ამ მთავრობით ჩვენთვის EU-ს კარი ღია არაა. - განაცხადა გიორგი ღარიბაშვილმა პრემიერის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი.

"ფორმალურმა პრემიერმა დაადასტურა ევროპარლამენტის რეზოლუციის მთავარი სათქმელი, რომ ამ მთავრობით და ამ ვითარებით საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია არ არის. ეს არის კონტექსტი და დღეს ღარიბაშვილმა ეს დაადასტურა. მთავარი ბარიერი საქართველოსთვის არის ეს მთავრობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. 

მე ვურჩევდი მთავრობას, რომ არ ეთამაშოს ჩვენი წინამორბედი თაობების მიერ გაღებულ კოლოსალურ მსხვერპლს იმ ათწლეულების ბრძოლაში, მათ შორის, საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლაში და იმ ბრძოლაში, რომელშიც მთელი მე-20 საუკუნისა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველო იმყოფებოდა, რათა საქართველო გახდეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მათ შორის, ევროკავშირის წევსობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ამასთან თამაშს, რა თქმა უნდა, არავის არ ვურჩევდი". - განაცხადა კანდელაკმა.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics