01:36 - 12 May, 2026
|
2022-06-10 16:52:25, 1473 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ კადიივკაში ვაგნერელთა სამხედრო ბაზა გაანადგურეს
ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქ კადიივკაში ვაგნერელთა ბაზა გაანადგურეს. "ამჯერად ვაგნერელთა ბაზას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მას ზუსტად დაარტყეს. მხოლოდ ერთი რაშისტი გადარჩა," - განაცხადა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. ვაგნერი რუსული არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფია. ბაზა კადიივკას ადგილობრივ სტადიონზე მდებარეობს, რომელიც რუსების მიერ 2014 წლიდან ოკუპირებულია. მედიის ინფორმაციით, ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. რუსული დაჯგუფება სისასტიკით და არაადამიანური მოპყრობით გამოირჩევა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)