|
2022-06-01 10:40:24, 1752 ნახვა
ომი უკრაინაში
პოლონეთის პრემიერი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს, მაგრამ კომპენსირდება ნავთობისა და გაზის ფულით
დასავლეთის სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებს, თუმცა ძნელად შესამჩნევია რუსეთის ბიუჯეტში ნავთობისა და გაზიდან შესული მუდმივი შემოსავლების გამო, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ევროსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. გარდა ამისა, მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა კარგავს ტექნოლოგიას, კრეატიულობას და მთლიანად არის დამოკიდებული ენერგიაზე. „მე ასევე მჯერა, რომ მომავალში, მაგრამ არც ისე შორს, ის (რუსეთის ეკონომიკა ) შეიძლება ასევე დაზარალდეს ნავთობის ფასებით და ეს იქნება უკიდურესად მტკივნეული დარტყმა“, - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამიტზე მიიღეს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)