|
2022-06-01 10:30:58, 1597 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 21 დასახლება დაბომბეს - არის მსხვერპლი
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის 21 დასახლება დაბომბეს, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ძალების ჯგუფი ავრცელებს. "სლავიანსკის, სევეროდონეცკისა და რაიგოროდკას მტრის საჰაერო, სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაშავდა სულ მცირე 10. ინფორმაცია მსხვერპლთა და დაღუპულთა შესახებ მუდმივად ახლდება", - ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნიბით, 31 მაისს, რუსეთის ჯარებმა დაბომბეს 21 დასახლება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში - სევეროდონეცკი, ბოროვსკოე, ლისიჩანსკი, პრივოლიე, ნოვოდრუჟესკი, ბელოგოროვკა, ზოლოტე, გორსკოე, კამიშევახა, ტოშკოვკა, ვრუბოვკა, უსტინოვკა, სიროტინო, ავდეევკა, სლავიანსკი, იაროვაია, ოჩერეტინო, რაიგოროდკა და შემენ კალინინგი. რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა გაანადგურეს და დააზიანეს 46 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 40 მრავალსართულიანი და კერძო სახლი, სამხატვრო სკოლა (გორსკოე), საბავშვო ბაღი (სოფელი იაროვაია), პროლეტარიის ქარხნის შენობები (ლისიჩანსკი). ავდიივკაში პოლიციის განყოფილების შენობა დაზიანდა. გასული დღის განმავლობაში, მაშველებმა საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან 13 907 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)