|
2022-05-31 12:21:31, 932 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი შეურაცხმყოფელი გამოთქმები და არავითარი კომპრომისი არ უნდა დავუშვათ
უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. „დღევანდელ დღეს არ შემიძლია ძალიან მოკლედ არ შევეხო იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც თქვენს სამინისტროში, თქვენს დიდ ოჯახში მიმდინარეობს. მათ განხორციელებაში, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ასევე ტექნიკურ აღჭურვაში ჩვენ მხარს აქტიურად გვიჭერდნენ და დღესაც გვიჭერენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები. მინდა, კიდევ ერთხელ, მათ მადლობა გადავუხადოთ ამისთვის. სწორედ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, სწორად დაგეგმილი რეფორმებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენი სიმტკიცით და თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით მიაღწია შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმას, რომ ქართული პოლიცია საერთაშორისო საპოლიციო საქმიანობაშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას და ამაყად წარმოადგენს ქართულ პოლიციას. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით, გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ, მადლობა სამსახურისთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს" , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ. „რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არც ერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არც ერთ კომპრომისს არ დავუშვებთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)