|
2022-05-30 21:59:57, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში ოკუპანტების მიერ ბახმუტის რაიონის დაბომბვის გამო, ამიაკმა გაჟონა
დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონში დაბომბვის გამო ამიაკმა გაჟონა. - განაცხადა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ. მისივე თქმით, ბახმუტი, გლადოსოვო, დაჩა, მიკოლაივკა დრუჰა, ოდრადივკა და ოპიტნე შესაძლოა დაზიანებულ ზონაში მოხვდნენ.. "ბახმუტის რაიონში მიმდინარე ბრძოლებმა დააზიანა ტოლიატი-ოდესა ამიაკის მილსადენის განშტოება, რომელიც 2014 წლიდან არ გამოიყენებოდა, სარქველები დალუქულია, მაგრამ ახლა მისგან ამიაკი მოედინება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)