|
2022-05-30 19:17:36, 1646 ნახვა
ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი მომდევნო 48 საათში გადაწყდება
მცირე შანსია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება მომდევნო 48 საათში მოხდება. - ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონდ დერ ლეიენმა. მისივე თქმით,ეს პროცესი იოლი არასდროს ყოფილა. ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიმუშავეთ წინა ხუთ პაკეტზე. ეს პროცესი იოლი არასდროს ყოფილა. იგივე ხდება მეექვსე პაკეტის შემთხვევაშიც. ჯერ არ ვართ მზად, თუმცა ეს პაკეტი მომწიფდა. ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მომდევნო 48 საათში გადაწყდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ამის შესაძლებლობა იქნება". - განახადა ფონდ დერ ლეიენმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)