22:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 18:35:30, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე სამშობლოში დაბრუნდა

30 მაისის მდგომარეობით, უკრაინელი ლტოლვილების 60% უკვე დაბრუნდა სამშობლოში. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლი, ვიქტორ ანდრიუსოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, ომის დაწყების დღიდან, 7.6 მლნ უკრაინელს მოუწია ქვეყნის დატოვება.

" 7,6 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. სამშობლოში დაბრუნებულთა რიცხვი უკვე 4.8 მილიონია, რაც ლტოლვილთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 60%-ია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics