09:39 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 20:42:03, 1706 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში კიდევ ორი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომში თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის კიდევ ორი მცხოვრები დაიღუპა. სააგენტო „რესის“ ცნობით მოკლულები არიან ცხინვალიდან წასული მოხალისეები - როლანდ ცხოვრებოვი და ალან ბაგაევი. ორივე მათგანი 36 წლისა იყო.
ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული ჯარისკაცების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება. სოციალურ ქსელებში ზოგიერთმა კომენტატორმა ამ ფაქტს „ერის კასტრაციაც“ კი უწოდა.
მარტში რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო დუმის არჩევნებში ყოველი მესამე ხმის გაყალბება - The Moscow Times
სამარაში, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად, „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics