|
2022-05-28 18:07:49, 1706 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ლიმანი ხელში ჩაიგდეს
რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს, ლიმანი ხელში ჩაიგდეს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა. მისივე თქმით, კიევზე ახალი შეტევების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ამის დამადასტურებელი ინფორმაცია არ არსებობს, პუტინისგან არაფერია გამორიცხული. "რუსეთის ფედერაცია ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს ლიმანი ხელში ჩაიგდეს, ეს უკრაინელი ხალხისა და არმიის გატეხვას ისახავს მიზნად. ქალაქ ლიმანში მძიმე ვითარებაა, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერი უწყვეტ რეჟიმში ისვრის, თუმცა ბოლომდე ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა. შესაძლებელია, ქალაქის გარკვეული ნაწილი მათ კონტროლქვეშ არის, თუმცა შეიძლება ვითარება ნებისმიერ წამს შეიცვალოს, თუ დავაკვირდებით მდგომარეობას ნახავთ, რომ რუსებს ლემანის აღება უნდათ, რადგან ქალაქს გეოგრაფიულად სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მტერი, დედაქალაქზე ხელახალი შეტევის დასაწყებად ემზადება. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას, რომ მტერი მსგავსი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, თუმცა ვალდებულები ვართ, რომ ყურადღებით ვიყოთ, რადგან მტრის ძირითად სამიზნეს სწორედ კიევის აღებ წარმოადგენდა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)