|
2022-05-28 15:17:46, 1680 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გაერთიანებული ძალები - ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 49 დასახლება დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 49 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გაერთიანებული ძალები ავრცელებს. მათივე თქმით, თავდასხმის შედეგად რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დონეცკში 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. "მტერმა გაანადგურა და დააზიანა 100-მდე სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 81 სახლი, სახანძრო სადგური, ცინიატის სამშენებლო ქარხანა, არტემის ფერმის სასოფლო-სამეურნეო საწარმო, ავტოგასამართი სადგური, რეკრეაციული ცენტრი "ფლორესტა" და სხვა ობიექტები. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)