|
2022-05-28 10:44:44, 2694 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა,- აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ეკლესიის კრებამ მიიღო. განცხადების თანახამად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ომს და თანაგრძნობას უცხადებს ომში დაზარალებულს. „საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების „არა კაც კლა!" – დარღვევას და თანაგრძნობას უცხადებს ომში დაზარალებულს“,– აღიშნულია განცხადებაში. ამასთან, ეკლესიამ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს ომის შეჩერებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა. „საბჭო მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას გააგრძელონ მოლაპარაკების პროცესი და მოძებნონ ძლიერი და ჭკვიანური სიტყვა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს სისხლისღვრა“.- ვკითულობთ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)