|
2022-05-27 15:15:31, 941 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - ეს ქვეყანა არ იმსახურებს ამ ოპოზიციას და არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს
გუშინწინ, ამ დარბაზში ოპოზიციის მოთხოვნით პოლიტიკური დებატები დაინიშნა, სადაც გვექნებოდა შესაძლებლობა, საგნობრივად გვესაუბრა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიციის წარმომადგენლებს არანაირი მოსაზრებები არ ჰქონდათ სიღრმისეული დისკუსიისთვის და საბოლოო ჯამში, როგორც ერთ ცნობილ ქართულ კინოფილმში „ფეოლაში“ ერთი ცნობილი სცენა არის - ბავშვები 14-ით ნულს წააგებენ, ასეთი გალახული ბავშვებივით დატოვეს დარბაზი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სამხარაძე ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილს განცხადებას, რომ „საქართველო არ იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში არაევროპული ცხოვრების სტილს ამკვიდრებს“. „ეს ტრიბუნა მსურს საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოვიყენო, თუმცა, ბატონ დავითს [უსუფაშვილი] მინდა ვუთხრა, კიდევ რას არ იმსახურებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმ ოპოზიციას, რომელმაც 6 თვის განმავლობაში სრულიად უსაფუძვლოდ აჯანჯღარა ქვეყანა, ერთი მტკიცებულებაც ვერ მოიტანა არჩევნების გაყალბების და საბოტაჟი მოუწყო საკუთარ ხალხს, ამას არ იმსახურებს. კიდევ იცით რას არ იმსახურებს? არ იმსახურებს არაჟნის კონტეინერით უკანასკნელი კონტრაბანდისტივით შემოპარულ ყოფილ პრეზიდენტს, არც ამას არ იმსახურებს და თქვენს ლიდერს, ამასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, დრო არ მაქვს ბევრი, თორემ კიდევ ბევრ რამეს გეტყვით, რას არ იმსახურებს, თქვენი სახით. თანამედროვე ცვალებად გარემოში. ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და სუვერენიტეტის განმტკიცება. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან, სწორედ ამ მიმართულებებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა სამხარაძემ.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)