|
2022-05-27 10:20:42, 2831 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 5 თვის ბავშვი
რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 5 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო ავრცელებს. კლიმენკოს თქმით, რუსული არმია აგრძელებს უკრაინელი ბავშვების მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. „როდესაც დაბომბვა დაიწყო, ქუჩაში ახალგაზრდა ოჯახი დადიოდა: ცოლ-ქმარი, რომლებსაც ხელში 5 თვის ბავშვი ეჭირათ. მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ ბავშვის ცხედარი იპოვა. აფეთქების ტალღამ ბავშვი მამის ხელებიდან სადარბაზოს სახურავზე ააგდო“,- წერს კლიმენკო. გარდა ამისა, პოლიციის უფრსმა ასევე აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 დაშავდა. „ჩვენი მოვალეობაა მტერს პასუხი გავცეთ მის დანაშაულებზე. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ამის გაკეთებას“,- დასძინა კლიმენკომ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)