|
2022-05-27 09:09:15, 1520 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ, მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას
მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ და მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაიშლება, თუმცა ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს მოსახლეობას თავისუფლებისთვის. "ზუსტად რვა წლის წინ, 26 მაისს დონეცკის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. იმ დღეს, როგორც ჩანს, არავინ იწინასწარმეტყველა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები დონბასში ამ წლების განმავლობაში. და დღეს უკვე მთელ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ როგორც იმ დღეს, ასევე, დღეს, ორი რამ შეიძლება ითქვას დარწმუნებით. პირველი - უკრაინა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ დაიშლება. ერთადერთი საკითხია, რა ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს ხალხს თავისუფლებისთვის, ან რუსეთს - ჩვენს წინააღმდეგ ამ უაზრო ომისთვის. და მეორე - ის, რომ მოვლენების კატასტროფული განვითარება შეიძლებოდა შეჩერებულიყო, თუ მსოფლიო უკრაინაში არსებულ ვითარებას სწორად განიხილავდა. რომ მსოფლიოს ლიდერებს რუსეთთან რომ არ ეთამაშათ და მართლა აიძულებდნენ ომის დასრულებას",- თქვა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)