|
2022-05-26 15:42:33, 969 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში, ყველა პარამეტრით, ლიდერები ვართ
,,26 მაისი არის ერთიანობის და, ამავდროულად, გმირობის მაგალითების დღე. საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ და ვუსურვებ ამ ქვეყანას წარმატებას. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებულად, ვფიქრობთ ევროპაზე. ’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ყოფნისას. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს ჰყავდა ისეთი დემოკრატიული ხელისუფლება, რომ მათ მიერ დაწერილი კონსტიტუცია დღესაც პასუხობს ევროპულ ღირებულებებს. ,,ჩვენ გვყავდა დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო დაეწერა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც დღესაც აბსოლუტურად თავსებადია ყველა ევროპულ კრიტერიუმთან . ქალების უფლებები მაშინაც კი მაღალი გარანტიით გვქონდა დაცული. და ახლაც, ბევრი კრიტერიუმით წინ ვართ ისეთ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუს უკვე ფლობენ. ასე რომ, ჩვენი იმედები შემთხვევითი არ არის. ჩვენი იმედები ოპტიმისტურია. მაგალითად, ჩვენ ბალკანეთის ქვეყნებზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. ტრიოს ფარგლებშიც, დღეს შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, და აქვე, კიდევ ერთხელ, სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და უკრაინელ ხალხს. მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ტრიოში ჩვენ ლიდერები ვართ, ყველა პარამეტრით. შესაბამისად, არა მხოლოდ ზოგადი ოპტიმისტი, არამედ კონკრეტული რაციონალური გარემოებები გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები და ამაზეა ჩვენი იმედები დამყარებული და ამას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)