|
2022-05-26 10:12:14, 974 ნახვა
პოლიტიკა
„ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი“ - აშშ-ს მილოცვა საქართველოს
აშშ-სა და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აგებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზე,- ასე მიულოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ბლინკენის თქმით, აშშ აფასებს საქართველოს ინვესტიციას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში და მის მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. „ქართველ ხალხს სიღრმისეულად ესმის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი. მიუხედავად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა, ქართველმა ხალხმა აჩვენა მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო ევროატლანტიკური მომავალი. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ ქართველებს, რომლებმაც ამდენი მსხვერპლი გაიღეს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ბლინკენმა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ აშშ მოუთმენლად ელის ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გამდიდრებას, რადგან საქართველო განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს მის დემოკრატიულ პროცესებს და კანონის უზენაესობას, რომელსაც მხარს უჭერს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ძალისხმევას COVID-19 პანდემიისგან თავის დაღწევისთვის. მსგავსი კრიზისის დროს ჩვენ გვახსოვს ამერიკელი და ქართველი ხალხების მეგობრობის ნამდვილი სიღრმე და ღირებულება“, - დასძინა ბლინკენმა შეგახსენებთ, რომ ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. საქართველოს მთავრობა და დამფუძნებელი კრების უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა. საქართველო 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. 1991 წლის 9 აპრილს ძალაში შევიდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ალასკის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)