|
2022-05-25 21:13:15, 1951 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა
უკრაინას М-777 ჰაუბიცის 155 მმ-იანი ჭურვები გადაეცემა. - ამის შესახებ ინფორმაციას კანადის თავდაცვის მინისტრი, ანიტა ანანდისი ავრცელებს. მისივე თქმით, ჭურვებს კანადა უკრაინისთვის $500 მილიონიანი პაკეტის ფარგლებში შეისყიდის. "კანადა უკრაინისა და მისი მოსახლეობის გვერდით დგას, რადგან ჩვენ პუტინის უკანონო და გაუმართლებელ თავდასხმას ვგმობთ. დღევანდელი განცხადება არის ჩვენი ურყევი ვალდებულების კიდევ ერთი მაგალითი." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)