|
2022-05-25 18:23:17, 1805 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღის 60 % გამოიყენა
რუსეთმა მაღალი სიზუსტის იარაღების მარაგის 60% უკვე გამოიყენა.- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. მათივე თქმით, რუსეთს ამ ეტაპზე ზემოხსენებული იარაღის მარაგების სწრაფად შევსების შესაძლებლობა არ გააჩნია. " ჩვენი მონაცემებით, თუ ვისაუბრებთ მაღალი სიზუსტის იარაღზე, მაშინ მარაგების დაახლოებით 60 პროცენტი უკვე გამოყენებულია. ზოგიერთი სახეობისთვის, უფრო მეტიც - 70%. მათ შეცვალეს ასეთი იარაღის გამოყენების ტაქტიკა. თუ ადრე ობიექტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა 2 ან 4 რაკეტა, ახლა აშკარად არის შერჩეული ობიექტი, სამიზნე, ეს არის 8-დან 12-მდე სხვადასხვა ფორმატის რაკეტა ან ბალისტიკური ასევე ფრთოსან რაკეტებს - მიწიდან, ზღვიდან, ჰაერიდან იმისთვის, რომ სამიზნისთვის მოსახვედრად მზად იყოს." - განაცხადა ვადიმ სკიბიცკმა. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)