06:27 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 22:23:37, 1615 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლიღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებშილიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა. - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე თქმით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდროპარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებსა დაარსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისპერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომსაქართველოსა და ლიეტუვას პარტნიორობა საერთოღირებულებებსა და პრინციპებს ეფუძნება დალიეტუვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზეაქტიური მხარდამჭერია.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობაზესაქართველოს განაცხადის წარდგენისმნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსპარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატო-შიინტეგრაციას და ხაზი გაესვა ამ პროცესშიპარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა ლიეტუვის პრეზიდენტსმადლობა გადაუხადა საქართველოსსუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა დაევროპული მომავლის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულიეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფროგაღრმავების პერსპექტივები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და გიტანას ნაუსედამ ასევეისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარმოქმედებებზე და რეგიონში არსებულუსაფრთხოების გარემოზე ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურაუკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics