04:35 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-24 18:39:19, 1592 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ლორდთა პალატის 154 წევრს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის 154 წევრის მიმართ შეწღუდვები შემოიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ სანქციების სიაში შეიტანოს რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის ფედერაციის საბჭოს თითქმის მთელი შემადგენლობა, ნაცვალგების საფუძველზე, ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატის 154 წევრის მიმართ შემოღებულია პირადი შეზღუდვები“,- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ 154-მა ადამიანმა პირდაპირი წვლილი შეიტანა ლონდონის ანტირუსული სანქციების შემუშავებაში, რომლებიც მიზნად რუსეთის პოლიტიკური იზოლაციას და მისი ეკონომიკის განადგურების პირობების შექმნას ისახავს.

„გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ანტირუსული მოქმედებების გასაძლიერებლად. ისტერია დიდ ბრიტანეთში, რომელიც გამოწვეული იყო ბრიტანეთის კონსერვატიული მთავრობის რუსოფობიურ პოლიტიკურ კურსზე.“- ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტრომ ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს სიების შედგენას დასავლური პირადი სანქციების იმიტაციით.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics