|
2022-05-24 14:34:30, 1188 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე - ერთი სული აქვთ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ იქნებ ხალხი გამოვიდეს ქუჩაში
„არც ერთი მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების არ არსებოს. სასამართლო რეფორმა რა დონეზეა, ამის ნათელი მაგალითია 11-ჯერ შემცირებული სარჩელები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სწორედ ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ იმედი, რომ რამეს დაამტკიცებენ და ამიტომ აქვთ ერთი სული, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომ ამით მიაღწიონ ხალხის მღელვარებას, ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და იქნებ ამით მაინც მიღწიონ საწადელს", - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი და ახალი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრება დაჩქარდეს. „თუ ოპოზიციას მართლა სჯერა იმის, რასაც ამბობენ, რომ ქვეყნაში დემოკრატიული რეფორმები შეფერხებულია და დემოკრატიული პროცესი უკუსვლას განიცდის, რომ სასამართლო რეფორმა არ მიდის საჭირო მიმართულებით, რომ ქვეყნაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ არჩევნები ყალბდება და საარჩევნო რეფორმა გაჩერებულია, მაშინ თვითონ უნდა იბრძოდნენ სწორედ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ეს იქნება ამ რეფორმების დაჩქარების საფუძველი, თუმცა მათ ყველაზე კარგად იციან, რომ რასაც ამბობენ ყველაფერი არის ტყუილი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
Politico - აშშ-მ უამინდობის გამო სისტემური გაუმართაობის გამო უკრაინა სარაკეტო დარტყმის შესახებ არ გააფრთხილა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)