|
2022-05-24 10:33:07, 1995 ნახვა
ომი უკრაინაში
ვენედიქტოვა - უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გავასამართლებთ
უკრაინაში ომის დანაშაულებისთვის კიდევ 48 რუს ჯარისკაცს გაასამართლებენ, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. ვენედიქტოვას თქმით, რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულის დაახლოებით 13,000 საქმეა გამოსაძიებელი. „ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს 13000-მდე საქმე, რომელიც მხოლოდ ომის დანაშაულებს უკავშირდება. ამ კატეგორიაში ეჭვები დაფიქსირდა დაახლოებით 49 პირზე, რომლებზეც ჩვენ დავიწყეთ დევნა ომის დანაშაულებისთვის,“- განაცხადა პროკურორმა. გარდა ამისა, ვენედიქტოვამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებს აქვთ დაახლოებით 600 ეჭვმიტანილის სია, რომლებიც, სავარაუდოდ, ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი. მისივე თქმით, რუსული ძალების მიერ დაფიქსირებული დარღვევები, რომლებიც მისმა გუნდმა დააფიქსირა, უტოლდება "გაუგონარ მიზანმიმართულ სისასტიკეს და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ" და დასძინა: შეგახსენებთ, რომ მანამდე, კიევის სასამართლომ რუს სამხედროს ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა 62 წლის უიარაღო სამოქალაქო მოქალაქის, ალექსანდრე შელიპოვის მკვლელობისთვის მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)