02:14 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 22:07:11, 2223 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის შედეგად იმერეთში პრობაციონერები დასაქმდნენ

იმერეთში 10 პრობაციონერი დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის ბენეფიციარებს პროფესიული გადამზადების გავლის შემდეგ, საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცათ. - ამის შესახებ ინფორმაციასნიუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

მისივე თქმით, ქუთაისში, ზესტაფონსა და ბაღდათში დასაქმებული პრობაციონერების სამუშაო პირობებსა და საქმიანობას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი გაეცნო.

ქიმწმენდის აპარატი ავტოსამრეცხაოსათვის, მეტალოპლასტმასის საამქროში სამუშაო იარაღების ნაკრები, ხელის მოტობლოკი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და სილამაზის სალონის მუშაობისთვის საჭირო ტექნიკა ბენეფიციარებს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა კომპანია „იმერეთის განვითარების ცენტრმა" გადასცა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი მიზანი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია- რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics