|
2022-05-23 17:47:06, 2200 ნახვა
ომი უკრაინაში
დენისოვა - რუსი ოკუპანტები 2-3 წლის ბავშვებსაც აუპატიურებდნენ
მასობრივი სექსუალური დანაშაულებები არის რუსული ომის ტაქტიკა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით. - განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს. მისივე თქმით,რუსი ოკუპანტები 2-3 წლის ბავშვებსაც აუპატიურებდნენ. "რაშისტი სამხედროების გაუპატიურების შედეგად ტანჯვით დაღუპული 2 და 3 წლის ბავშვების დედებისგან მივიღე მითითება, რომ ამ საშინელების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის მეცნობებინა მასობრივი სექსუალური დანაშაულებები არის რუსული ომის ტაქტიკა უკრაინის ხალხის განადგურების მიზნით, ეს არის იარაღი უკრაინული სულის გასატეხად. მაგრამ ეს არ იმუშავებს!ჩვენ ვისაუბრებთ, რომ მსოფლიომ იცოდეს!ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა, მაგრამ არა ჩვენი ქალების, გოგოების და ბიჭების ფასად! მხოლოდ უკრაინელი ხალხის გამარჯვებით და ეს ასე აუცილებლად იქნება" - განაცხადა დენისოვამ. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)