04:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 15:27:32, 1663 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - მსოფლიო არ უნდა დაელოდოს საბედისწერო გასროლებს და რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას

მსოფლიო არ უნდა დაელოდოს საბედისწერო გასროლას, რადგან მნიშვნელოვანია წესრიგისა და თავისუფლების დაუყოვნებლივ დაცვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები უფრო ადრე რომ დაწესებულიყო, ახლა უკრაინას მშვიდობა გარანტირებული ექნებოდა.

„ნუ ელოდებით სასიკვდილო გასროლებს. ნუ ელით რუსეთის მიერ სპეციალური იარაღის გამოყენებას: ქიმიური, ბიოლოგიური და ღმერთმა არ ქნას, ბირთვული. ნუ შეუქმნით აგრესორს შთაბეჭდილებას, რომ მსოფლიო არ გაუწევს საკმარის წინააღმდეგობას. დაუყოვნებლივ დაიცავით თავისუფლება და წესრიგი ქვეყანაში. აი, რა უნდა იყოს მაქსიმალური სანქციები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუ მსოფლიო შარშან მოუსმენდა ქვეყანას, რადგან პრევენციულ სანქციებს ომის თავიდან აცილება შეეძლო.

„მოგვიწევს თუ არა ამის გაკეთება, თუ გასულ წელს მთელი რიგი პრევენციული სანქციები იქნებოდა გამოყენებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელსაც შეეძლო ნებისმიერი აგრესორის „ჩამოგდება“? დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი არის არა. პასუხი არ არის", - დასძინა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზელენსკიმ და იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ უკვე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის დაჩქარებისა და უკრაინის პორტების განბლოკვის აუცილებლობა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics