|
2022-05-23 10:23:51, 1844 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინაში იმდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიც ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს
უკრაინის ომის პირველ სამ თვეში რუსეთში დაღუპულთა რიცხვი იგივეა, რაც საბჭოთა კავშირში ავღანეთში ცხრაწლიანი ომის დროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დაბალი დონის ცუდი ტაქტიკის ერთობლიობამ, შეზღუდულმა საჰაერო დაფარვამ და სარდლობის მიდგომამ, მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია, რომელიც კვლავ განაგრძობს ზრდას. „რუსეთის საზოგადოება წარსულში მგრძნობიარე იყო არჩევითი ომების დროს მიყენებული დანაკარგების მიმართ. ამიტომ უკრაინაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დანაკარგები უფრო აშკარა გახდება და შეიძლება გაიზარდოს ომით საზოგადოების უკმაყოფილება და მისი გახმოვანების სურვილი“,- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ ეს რიცხვები და ცნობები დადასტურდება, რუსეთის ჯარებს მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიო რეკორდის დამყარება შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)