|
2022-05-21 17:57:29, 1823 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვის მერი - ყველაფერს ავაშენებთ, ყველაფერი ახალი იქნება
ყველაფერს ავაშენებთ, ყველაფერი ახალი იქნება. - განაცხადა ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა. მისივე თქმით, როცა გყავს ისეთი მეზობელი როგორიც რუსეთია და მით უმეტეს პუტინის რეჟიმი, აუცილებელია მაქსიმალურად გათვალო უსაფრთხოების ზომები. "ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში საცხოვრებელი ფონდის 30 პროცენტი გაანადგურეს. ძალიან ბევრი სახლი აღდგენას ან რეკონსტრუქციას საერთოდ არ ექვემდებარება. ძალიან ბევრი ახალი შენობა უნდა ავაშენოთ, საუბარია ახალი მიკრო რაიონებზე. ამაში მთელი მსოფლიო გვეხმარება. ყველა ახალ მიკრო რაიონს, ახალ საცხოვრებელს თავშესაფარი ექნება. ასევე საუბარია სკოლებზე და საბავშვო ბაღებზე. როდესაც გყავს ისეთი მეზობელი როგორიც რუსეთია და მით უმეტეს პუტინის რეჟიმი, აუცილებელია მაქსიმალურად გათვალო უსაფრთხოების ზომები. ყველაფერს ავაშენებთ. ყველაფერი ახალი იქნება." - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)