|
2022-05-21 12:38:51, 1736 ნახვა
ომი უკრაინაში
„აზოვსტალის“ მებრძოლის ცოლი - ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიდის
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ აზოვსტალზე კონტროლის დაამყარება და მებრძოლების ტყვედ აყვანა შეძლეს. აღნიშნულის შესახებ იფორმაციას CNN-ი ავრცელებს. კვირების განმავლობაში უკრაინელი მებრძოლები მარიუპოლში, აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში ებრძოდნენ რუსეთის წინსვლას. თუმცა პარასკევს, რუსეთმა განაცხადა, რომ ბოლო მცველები დანებდნენ - ფართო ფოლადის ქარხანა და ქალაქი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა. აზოვსტალის ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი ნატალია ზარიცკა, ამბობს, რომ მეუღლეს 2 დღის წინ ესაუბრა. „ჩემმა ქმარმა მომწერა ორი დღის წინ. მდგომარეობა მართლაც მძიმე და საშინელია. ჩემი ქმარი ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთისკენ მიდის", - აღნიშნა ნატალია ზარიცკამ აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია. გარდა ამისა, ინტერნეტში მანამდე გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დარჩენილი მებრძოლები გამოდიან ფოლადის ქარხნიდან და ახლა ომის ტყვეები არიან თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. შეგახსენებთ, რომ მარიუპოლი ალყაში თითქმის სამი თვის განმავლობაში იყო, ბოლო უკრაინელი მებრძოლები ფოლადის ქარხანას, 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქესთან ერთად აფარებდნენ თავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)