|
2022-05-20 13:55:41, 1571 ნახვა
ომი უკრაინაში
შოიგუ - ლუგანსკის გათავისუფლება დასასრულს უახლოვდება, საფრთხეებია რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან
ლუგანსკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინასთან მიმდინარე ომის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი საფრთხე რუსეთის დასავლეთ საზღვართან რჩება "რუსული არმია, თვითგამოცხადებული LPR და DPR ფორმირებებთან ერთად, აგრძელებს კონტროლის გაფართოებას დონბასის ტერიტორიებზე. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლება დასასრულს უახლოვდება. 1900-ზე მეტი „ნაციონალისტი“, რომლებიც მარიუპოლის აზოვსტალში იყო დაბლოკილი, ტყვეობას ჩაბარდნენ. რუსი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ უკრაინასა და დონბასში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, რუსეთში შეჭრის დაწყებიდან 1,3 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რუსეთის არმია მალე მიიღებს სტრატეგიულ დრონებს",- განაცხადა შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ასევე გამოეხმაურა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების გეგმებს და დასძინა, რომ ამის საპასუხოდ, რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილსა და ქვედანაყოფს შექმნის.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)