|
2022-05-19 15:37:30, 1160 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებაზე
თურქეთმა დაბლოკა ნატო-ს კენჭისყრა ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ, რაც აჩენს ვარაუდს, რომ გაწევრიანების პროცესის პირველ ეტაპს შესაძლოა დაგეგმილ ორ კვირაზე მეტი დრო დასჭირდეს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა რომ ალიანსმა პატივი უნდა სცეს თურქეთის დათქმებს. ”ნატოს გაფართოება ჩვენთვის მხოლოდ იმ პატივისცემის პროპორციულია, რაც გამოვლინდება ჩვენი სენსიტიურობის მიმართ,” - განაცხადა მან. "არ გვინდა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ დავუშვათ. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ პოლიტიკას ამ კუთხით. ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე. გავაგრძელებთ სვლას ნატოში იგივე მიმართულებით“, -ჩვენ მათ ვთხოვეთ 30 ტერორისტის ექსტრადირება, მაგრამ მათ ამაზე უარი განაცხადეს.ასე რომ, თქვენ არ დაგვიბრუნებთ ტერორისტებს, მაგრამ თქვენ გვთხოვთ ნატო-ს წევრობას? ნატო არის ერთეული უსაფრთხოებისთვის, ორგანიზაცია უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვერ ვიტყვით „დიახ“ თუ ამ უსაფრთხოების ორგანიზაციას დაცვა მოაკლდება“, - დასძინა მან. ნატო-ს გაფართოება უნდა დაამტკიცოს 30-ვე წევრმა და შემდეგ რატიფიცირება მოახდინოს მათმა პარლამენტებმა, რასაც შესაძლოა ერთი წელი დასჭირდეს. ალიანსმა განაცხადა, რომ მას სურს რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს ყველა პროცესი ფინეთისა და შვედეთის მიმართ რუსეთის პოტენციური საფრთხის გათვალისწინებით. თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ადანაშაულებს ქურთული ბოევიკების წევრების შეფარებაში, რომლებსაც ის ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.ერდოღანმა დაადანაშაულა სტოკჰოლმი უკანონო ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისა და ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიწოდებაში , რომელსაც ანკარა ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორკესტრირებაში.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)