|
2022-05-16 18:35:25, 1375 ნახვა
პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილი - პარტნიორები ღიად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე და აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შეხვედრები დამატებით იმპულსს სძენს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომლებსაც პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს მისამართით აჟღერებენ. როგორც დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, „ორმხრივ ფორმატებში პარტნიორები ღიად და თავისუფლად საუბრობენ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე და აქტიურად უჭერენ მხარს ევროპულ ოჯახში ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას." მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს აუცილებლად დაუფასდება ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. ამ კონტექსტში, მან ტრიოს ფორმატის ერთიანობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა,რომ „სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ერთდროულად მიღების შემთხვევაში, ეს იქნება სიგნალი, რომ ტრიოს ქვეყნებმა ერთად უნდა განაგრძონ სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და რომ ტრიოს ერთიანობა მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია". როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ორი მთავარი საგარეო პრიორიტეტი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დღეს, როდესაც ქვეყანა ამ პროცესის უმნიშვნელოვანეს ფაზაში იმყოფება, ბრიუსელში პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ვიზიტი და ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატოს შტაბ-ბინაში გამართული ინდივიდუალური შეხვედრები განსაკუთრებულ შინაარსობრივ დატვირთვას იძენს. მიმდინარე წლის 16-18 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია. ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს მართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. შეხვედრებზე ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილება.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)