09:17 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 12:48:19, 1165 ნახვა

პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების უმოკლესი გზა არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა

ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს, - ასე ეხმიანება "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის დაპატიმრებას. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა. 

"ზოგადად ვართ ბრძოლაში მაშინ, როცა საბრძოლო არაფერი გვჭირს და ერთი შეხედვით, თითქოს მტერი ქვეყნის შიგნით მაინც არ გვყავს. ამ რეალობაში ერთმანეთის დაჭერა, ციხეში ჩასმა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება უნდა დამთავრდეს. ამის დამთავრების ყველაზე მარტივი გზა, რომელიც ამავე დროს არის მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უმოკლესი გზა, არის ნაციონალური მოძრაობის დაშლა",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
პაპისგან ფილტვის კვანძის ამოღების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
Reuters: აფეთქებები მოხდა Saudi Aramco-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე
Axios: ისრაელი და აშშ, უთანხმოების მიუხედავად, ირანთან ომის შესაძლო განახლებისთვის ემზადებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics