12:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-16 11:09:04, 2836 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინის საზღვრის გასწვრივ ბელარუსმა სამხედრო ძალების განლაგების შესახებ გამოაცხადა

თვის დასაწყისში სავარჯიშო აქტივობების შემდეგ, ბელარუსმა გამოაცხადა სპეციალური ოპერაციების ძალების განლაგების შესახებ უკრაინის საზღვრის გასწვრივ, ასევე საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო და სარაკეტო დანაყოფების საწვრთნელ პოლიგონებზე ქვეყნის დასავლეთში,- ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური ავრცელებს.

დაზვრევის ინფორმაციიით, ვარაუდების მიუხედავად, ბელორუსის ძალები ამ დრომდე უშუალოდ კონფლიქტში არ მონაწილეობენ.

„ბელორუსის ჯარების არსებობა საზღვართან, სავარაუდოდ, შეზღუდავს  უკრაინულ ჯარებს, ამიტომ ისინი ვერ განლაგდებიან დონბასში ოპერაციების მხარდასაჭერად. თუმცა, ბელორუსის ტერიტორია გამოიყენებოდა, როგორც დამდგმელი პუნქტი რუსეთის თავდაპირველი წინსვლისთვის კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით. რუსეთმა ასევე განახორციელა საჰაერო გაფრენები და სარაკეტო დარტყმები ბელორუსიდან.“- აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში.

გარდა ამისა, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდერ ლუკაშენკო, სავარაუდოდ, აბალანსებს რუსეთის ქმედებებს  უკრაინაში, რათა თავიდან აიცილოს პირდაპირი სამხედრო მონაწილეობა დასავლეთის სანქციების, უკრაინის შურისძიების და ბელორუსის სამხედროების შესაძლო უკმაყოფილები რისკი.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე სხვადასხვა მიმართულებიდან დაიწყეს შეტევა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics