|
2022-05-15 16:21:50, 1792 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - კიევზე განმეორებითი შეტევის შემთხვევაში თავდაცვის ახალი გეგმა შემუშავდა
რუსული ჯარების განმეორებითი შეტევის შემთხვევაში, კიევის თავდაცვის ახალი გეგმა შემუშავდა, რომელშიც ჯარების მოქმედების ახალი ფორმები და მეთოდები, ასევე ინფრასტრუქტურის უკეთესი მომზადებაა გათვალისწინებული. ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შტაბის უფროსმა სერგეი კორნიიჩუკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დღეს რუსული მხარის მხრიდან კიევზე თავდასხმის მეორე მცდელობის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს. „დღეს დედაქალაქს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქი არის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრი, კიევი ყოველთვის იქნება მტრის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული სამიზნე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვემზადებით ყველაზე უარესი სცენარისთვის -ეს არის მეორე შეტევა.ახალი გეგმა ითვალისწინებს ჯარების მოქმედების ფორმების და მეთოდების, ასევე ინფრასტრუქტურის მომზადებას. მათ შორის, ხაზების, პოზიციების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის," - განაცხადა კორნიიჩუკმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)