|
2022-05-14 15:33:26, 3080 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუდმილა დენისოვა - მარიუპოლს მასშტაბური ეპიდემია ემუქრება
მარიუპოლს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრება, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. მისი თქმით, არსებობს ათასობით ქალაქის მაცხოვრებლის სიკვდილის საფრთხე. ჩაკეტილ მარიუპოლში ინფექციური კატასტროფა შეიძლება წყლის ნაკლებობამ, დაზიანებულმა საკანალიზაციო სისტემებმა და სახლების ნანგრევებში მყოფი გვამების დიდმა რაოდენობამ გამოიწვიოს. „მარიუპოლში ყველაზე დიდი პრობლემა სუფთა სასმელი წყალია, რომელიც ქალაქში არ არის. გარდა ამისა, კრიტიკული მდგომარეობაა დრენაჟით და კანალიზაციის ქსელების რღვევით. არსებობს საფრთხე, რომ კანალიზაცია ზღვაში და წყალზე მოხვდება“, - განაცხადა დენისოვამ. გარდა ამისა, დენისოვას თქმით, ეპიდემიას ხელი ასევე შესაძლოა დანგრეული სახლების ქვეშ მყოფი სხეულების რაოდენობამაც შეუწყოს, თბილ პერიოდში დაშლის ბუნებრივი შედეგებით. „ჰუმანიტარული დერეფნების დაკეტვის გამო, ბევრმა ადამიანმა, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ ქალაქის მიდამოებში, დაიწყო მარიუპოლში საცხოვრებლად დაბრუნება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა. ამასთან ერთად, კატასტროფული ვითარება შეიძლება შეიქმნას მარიუპოლში რუსული ჯარების ბლოკადისა და მუდმივი დაბომბვის გამო. წინასწარი მონაცემებით, წლის ბოლომდე შესაძლოა 10 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)