|
2022-05-14 14:42:46, 1719 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლის მცველების გადასარჩენად - აქცია პარლამენტთან კვირას გაიმართება
"მარიუპოლის მცველების გადასარჩენად!" ამ სახელწოდებით აქცია გაიმართება. - ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე, მიხაილო ულიანინი ავრცელებს. მისივე თქმით, აქცია 15 მაისს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება. " ჩვენ, ხალხი, რომელსაც გვაღელვებს, მოვუწოდებთ ჩვენნაირებს, გავერთიანდეთ და კვირას გამოვიდეთ აქციაზე უკრაინის და მარიუპოლის დამცველების მხარდასაჭერად! ჩვენი პოზიციის გამოსახატავად, თქვენ უნდა მივიპყროთ მეტი ყურადღება საერთაშორისო მედიისა და გავლენიანი ადამიანების მხრიდან. და, რაც მთავარია, მივიღოთ კონკრეტუი ზომები, რომლებიც მიმართულია ჩვენი გმირების გადასარჩენად! შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)